LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პოეტი ვახტანგ ჯავახაძე 94 წლის გახდა: „გილოცავ ჩემო საუკეთესო მეგობარო! 94 წლის ბაბუა მყავს“

149
ვახტანგ ჯავახაძე

დღეს პოეტი, მწერალი და მთარგმნელი ვახტანგ ჯავახაძე იუბილარია – პოეტი 94 წლის გახდა.

ვახტანგ ჯავახაძე 1932 წლის 29 ივლისს ქუთაისში დაიბადა.

1980 წლიდან იყო გამომცემლობა „საქართველოს“ მთავარი რედაქტორი; გამოცემულია მისი 9 წიგნი; არის შოთა რუსთაველის, გალაკტიონ ტაბიძის, გალას და საბას პრემიების ლაურეატი; 2022 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

პოეტს საჯაროდ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ულოცავს დაბადების დღეს მისი შვილიშვილი, მსახიობი მარიშკა ჯავახაძე.

„გილოცავ ჩემო საუკეთესო მეგობარო! 94 წლი ბაბუა მყავს“, – წერს მარიშკა ჯავახაძე და ბაბუასთან ერთად, ბავშვობაში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები