თამუნა მუსერიძე თავის პოდკასტში „ვეძებ“ ნატა ვიბლიანის დედის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ის მარიამ კუბლაშვილის დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლის ძმისგან იყო ორსულად.
„თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ცოლის ძმისგან დაორსულდა ნატას დედა და ბავშვი გაჩნდა 2002 წელს. წლინახევრის შემდეგ ბავშვი გაშვილდა გალში. ნატას დედა იყო სინამდვილეში 2002 წელს ორსულად“, – ამბობს თამუნა მუსერიძე.
როგორც ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პოდკასტში ამბობს, ეს არის მიზეზი რის გამოც ნატა ვიბლიანს შურისძიება სურს.
„ნატას ჰქონია მიზეზი და საბაბი, რატომ უნდა გაამწაროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი. ეს ყოფილა კიდევ ერთი მიზეზი. შურისძიება სდომებია. გამწარებულია, რომ დედამისი ორსულად ყოფილა უკანონოდ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლის ძმისგან. შემდგომ ეს ბავშვი დაიბადა ან არ დაიბადა და გაშვილდა….
მე სულ ვიძახი, რომ კონფლიქტური ფონი აქვს და ნატას მამის მიერ ჩადენილი ძალიან მძიმე ამბავიც, რომელიც მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მეუღლის ოჯახს უკავშირდება და მის ნათესავს – არასრულწლოვანი ბავშვი როგორ გაიტაცეს…
ეთიკის კოდექსი არსებობს და ვერ ვიტყვი ყველაფერს. სოციალურ ქსელში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია. გვარი არავის არ ასახლებს შემთხვევით“, – ამბობს მარიამ კუბლაშვილი.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანის საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, გამოძიება სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს
