LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომეს [შვილს] რომ დავინახავ, ჩემი სამყარო იცვლება იმით, რომ მე სიცოცხლე მინდა და მეტირება – ვცდილობ, რომ ეს ემოციები არ ვაჩვენო…“ – ხათუნა სამნიძე შვილთან ურთიერთობასა და დიაგნოზზე

337
ხათუნა სამნიძე

„რომ გავიგე, რომ ავად ვიქნებოდი და რისიც შემეშინდა ეს იყო უსუსურობა იმიტომ, რომ არასდროს დახმარება არავისთვის არ მითხოვია, რაც არის შეცდომა…“ – ამის შესახებ გადაცემაში „დროება“ პოლიტიკოსმა ხათუნა სამნიძემ ისაუბრა.

ემოციურ ინტერვიუში პოლიტიკოსი იხსენებს როგორ შეიტყო თავის დიაგნოზის შესახებ და როგორ მიანდო შვილს მასზე ზრუნვა:

„რომ გავიგე, რომ ავად ვიქნებოდი და რისიც შემეშინდა ეს იყო უსუსურობა იმიტომ, რომ არასდროს დახმარება არავისთვის არ მითხოვია, რაც არის შეცდომა და არასწორი ცხოვრების წესი და უცებ რომ წარმოვიდგინე, რომ ვიღაცამ უნდა მომიაროს ვიღაცამ, ჩემზე უნდა იზრუნოს და არავინ ასეთი არ არის იმიტომ, რომ არასდროს არ ყოფილა, ამან კიდევ ერთი შოკი მომანიჭა. არ მინდოდა, რომ ჩემი შვილი დასტრესილიყო, ახალგაზრდაა, ახლა დაიწყო მუშაობა, დაამთავრა უნივერსიტეტი და უცებ ამხელა ტვირთი… ვეცადე და ეს მცდელობა, იმაში გადავიდა, რომ საერთოდ მოშორდა ვითარებას იმიტომ, რომ ჩათვალა რომ არ ჩავთვალე საკმარისად ძლიერად იმისთვის, რომ ჩემს გვერდით დამდგარიყო და ავირჩიე მეგობრები ამისთვის… მალე ამან ისე შემაწუხა და ისე განვიცადე, რომ ვიფიქრე რა ვქნა… ერთხელ მისი მონაწერები ვნახე ბავშვის, ყველგან უწერია, რომ შენნაირი ძლიერი დედა არ არსებობს და თითქმის იგივე სიტყვები მითხრა, როცა გავიგე ეს დაავადება და მივხვდი, რომ ამ დისტანცირებასთან ერთად რაც გავაკეთე, მთელი ცხოვრება მქონდა ძლიერი დედის და ძლიერი ადამიანის იმიჯი, მივხვდი, რომ ეს იმიჯი, რომ ძლიერი დედა ხარ უნდა შემეცვალა, რადგან ძლიერი დედა აღარ ვიყავი, ძალიან დავსუსტდი და პირიქით, მჭირდებოდა მისი გვერდით დგომა, რთული იყო ძალიან, მაგრამ ვუთხარი, ამან შეცვალა ჩემი შვილი და მის მერე განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიგრძენი… სალომეს რომ დავინახავ, როგორც კი მოვა ჩემი სამყარო იცვლება იმით, რომ მე სიცოცხლე მინდა და მეტირება, ვცდილობ, რომ ეს ემოციები არ ვაჩვენო…“ – ამბობს ხათუნა სამნიძე.

@droeba_

„ისეთი შიში გამიჩნდა ცხოვრების, რომ ძალიან მომინდა სიკვდილი. ახლა მრცხვენია ამას რომ ვამბობ, მაგრამ ვნატრობდი და ვეხვეწებოდი ღმერთს, რომ ასე სიცოცხლეს ვერ შევძლებდი” – ხათუნა სამნიძე, პოლიტიკოსი სრული ეპიზოდის სანახავად გადადით BIO-ში მითითებულ ბმულზე #foryou #foryoupage

♬ original sound – Droeba • დროება
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები