LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ ხალხის ნაწილს კი, ვინც ახლა, მის მიმართ ადამიანად ყოფნის ყველა საზღვარი წაშალა…“ – რას წერს გიორგი კეკელიძე ეკა კუპატაძეზე

989
გიორგი კეკელიძე

„ეკა კუპატაძეს შევხვდი ერთხელ და ხანგრძლივად. თითქმის მთელი დღე მოგვიხდა მისი შვილის სოფელში ყოფნა“, – ამის შესახებ გიორგი კეკელიძე მოკლული გიგა ავალიანის დედის, ეკა კუპატაძის შესახებ წერს.

მწერალი ეკა კუპატაძის გარშემო სოციალურ ქსელში გამართულ პოლემიკას ეხმაურება.

„ეს დრო მეყო, ცხადად დამენახა, როგორ ახერხებდა, ამხელა ტრაგედიით წელში მოხრილი ქალი ამავდროულად ყველაზე გამართული ადამიანი ყოფილიყო დედამიწაზე.

იმ ხალხის ნაწილს კი, ვინც ახლა, მის მიმართ ადამიანად ყოფნის ყველა საზღვარი წაშალა, არაერთხელ შევხვედრივარ ოდესღაც და მიხარია, რომ ეს ოდესღაც იყო და არა ახლა და მით უფრო – მომავალშიც არასდროს იქნება.“ – წერს გიორგი კეკელიძე.

გიგა ავალიანის დედა – საქმეში არის მყარი, ნოყიერი, პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულებები – ნია იმნაძეს მაქსიმალური სასჯელი მიესჯება – ჩვენ ნია იმნაძეს არ ვედავებით იმას, რომ ეუბნება: “წადი, მოკალი“, ეს დაკვეთაა, ჩვენ ვამბობთ, წაქეზებას, მანიპულირებას

„მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

„ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო“ – პროკურორი ქეთევან სონიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები