76 წლის რიჩარდ გირი და მისი 28 წლის ახალგაზრდა კოლეგა, დიანა სილვერსი, ნიუ-იორკში ახალი ფილმის, Asymmetry-ის გადაღებებისას მორიგ სესიაში გამოჩნდნენ.
მსახიობები პარკში, სკამზე გვერდიგვერდ ისხდნენ და ნაყინს მიირთმევდნენ. გირს გადაღებებისას ღია ფერის პერანგი, ნაცრისფერი შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა. სილვერსს კი გრძელმკლავიანი წითელი ნაქსოვი ზედა, ხაკისფერი ქვედაბოლო და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
აღსანიშნავია, რომ გირი და სილვერსი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ნიუ-იორკში არაერთხელ გამოჩნდნენ.
ფილმის ქასთის შესახებ უკვე არაერთ კრიტიკული კომენტარი დაიწერა. საზოგადოების აზრით, მთავარ გმირებს შორის დიდი, 48 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ზედმეტად თვალსაჩინოა და „ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებიან“.
ფოტო/ვიდეო: 76 წლის რიჩარდ გირის უახლესი გამოჩენა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა
ცნობისთვის, ფილმი დაფუძნებულია ლიზა ჰოლიდეის ამავე სახელწოდების ცნობილ რომანს, ეკრანზე მისი ადაპტაცია კი ოსკაროსან რეჟისორს, ედვარდ ცვიკს ეკუთვნის.
სიუჟეტის ცენტრშია რედაქტორის ახალგაზრდა ასისტენტია, რომელიც შემთხვევით ცნობილ მწერალს ხვდება. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეხვედრა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და მათ შორის რთული და კომპლექსური საიდუმლო ურთიერთობა იწყება.