LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი შვილი მყავდა, ტკბილად ვზრდიდი, ჩემს პირად ცხოვრებასთან საერთოდ არაფერ შუაშია გურიკას დაკარგვა – ბევრი მაქვს კიდევ სათქმელი, ძალიან გთხოვთ, ხმას ნუ ამომაღებინებთ…“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედის ვიდეომიმართვა

2233
სოფო ბიბილაშვილი

გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში შსს იმ ტერიტორიის ხელახალ შემოწმებას იწყებს, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.

„ვრცელდება არაერთი ინფორმაცია, თითქოს, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს, თითქოს მეწყერი ჩამოწვა – ვინაიდან საქმე არ არის გამოძიებული, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება“ – ტარიელ კაკაბაძე გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე

ადგილზე იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი. აღნიშნულის შესახებ ცნობილი ელენიკო რუხაძის ვიდეომიმართვისას გახდა. ინფლუენსერმა ვიდეომიმართვაში განმარტა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც სოფოს პირადში „ხელს აფათურებენ“:

„ვიღაცები ძალიან გააქტიურდნენ, სოფოს პირადში ხელის ფათურით და მინდა აღვნიშნო, რომ სოფოს პირადი არავითარ კავშირში არ არის ბავშვის ძებნასთან. ძალიან ბევრი აქვს თავის წარსულზე მოსაყოლი და ამას კიდევ უფრო ვრცლად მოგვიყვება, მაგრამ ერთი კომენტარი სოფოსაც აქვს თქვენთვის“ – ამბობს ელენიკო რუხაძე.

ვიდეომიმართვისას ისაუბრა გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამაც. სოფო ბიბილაშვილი ამბობს, რომ მის პირად ცხოვრებასთან არაფერ შუაშია მისი შვილის დაკარგვა. მან საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა:

„მე 12 წელია ერთადერთ შვილს ვეძებ და მხოლოდ ერთს გეტყვით, მარტო ის იკითხეთ, გურამმა ვიზა რატომ გააფუჭა და დედასთან რატომ დარჩა, რატომ არ უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და რატომ დაურეკა ერთი კვირით ადრე დედას და რატომ სთხოვა სახლში წამიყვანეო… მეც მინდოდა წყნარი, მშვიდი ოჯახი. ერთადერთი შვილი მყავდა, ტკბილად ვზრდიდი. ჩემს პირად ცხოვრებასთან საერთოდ არაფერ შუაშია გურიკას დაკარგვა, ამას იმიტომ მიკეთებთ და იმიტომ ლაპარაკობთ, რომ არასოდეს ამ 12 წლის მანძილზე ასე ხალხი გვერდში არ დამდგომია, არ მყოლია ადვოკატი, რომ ჩემი საქმე ასე გულთან მიეტანოს, ისე როგორც ბატონმა ტარიელმა და როგორც თაიამ, ელენიკომ, საქართველოს მოსახლეობამ, ემიგრანტებმა, ყველას დიდ მადლობას მოგიხდით. ბევრი მაქვს კიდევ სათქმელი, ძალიან ბევრი, ძალიან გთხოვთ, ხმას ნუ ამომაღებინებთ…“ – ამბობს სოფო ბიბილაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები