LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ვიდეომ გაგვანადგურა“ – დემენციასთან მებრძოლი ბრიუს უილისის პირველი ვიდეო დიაგნოზის დასმის შემდეგ

253
page

ბრიუს უილისი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება. მსახიობი ამჯერად ლოს-ანჯელესში, ეკლესიის დატოვებისას გადაიღეს. ეს მისი, ფაქტობრივად პირველი ვიდეოა დემენციის დიაგნოზის დასმის შედეგ.

დემენციასთან მებრძოლი ბრიუს უილისის იშვიათი გამოჩენა

ვიდეომ სოციალურ ქსელებში გულშემატკივრების განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა. ის დამხმარესთან ერთად ნელა გადაადგილდებოდა. 71 წლის მსახიობს სიარული და სივრცეში დამოუკიდებლად კოორდინაცია აშკარად უჭირდა.

„ამ ვიდეომ გაგვანადგურა“, – წერენ კომენტარებში.

შეგახსენებთ, უილისი 2022 წელს ჰოლივუდს ჩამოშორდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მას „აფაზია“ დაუდგინეს, დაავადება, რომელიც მეტყველებასა და სმენის უნარს აქვეითებს. 2023 წელს ოჯახმა გაამხილა, რომ მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდა და მსახიობს „ფრონტოტემპორალური დემენცია“ (FTD) დაუდგინდა.

ბრიუს უილისი ლოს-ანჯელესში სეირნობის დროს გადაიღეს – დემენციასთან მებრძოლი მსახიობის უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები