დანიელმა ფოტოგრაფმა პირამიდის თავზე სექსით დაკავებული წყვილის ფოტო გამოაქვეყნა. რაც ყველაზე საინტერესოა, მთავარი მოქმედების ერთ-ერთი გმირი თავად ფოტოს ავტორია. ინფორმაციას “დეილი მეილი” ავრცელებს.
ანდრეას ვიდმა ხეოფსის პირამიდის თავზე გადაღებული ფოტო თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და Youtube-ზე შესაბამისი ვიდეოც დადო. კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ მიძვრება წყვილი 4,500 მეტრის სიმაღლის პირამიდაზე, შემდეგ კი ფოტოგრაფის თანხმლები გოგონა გახდას იწყებს და ვიდეო სწორედ ამ მომენტზე წყდება.
ბუნებრივია, შემთხვევის შესახებ ეგვიპტის ხელისუფლებამ გამოძიებაც დაიწყო. ფოტოგრაფს ბრალი ამორალურ საქციელსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეურაცხყოფაში ედება. გარდა ამისა, პირამიდაზე ასვლა კანონით აკრძალულია და როგორც წესი, მას დაცვაც ჰყავს. თუმცა, მონდომებულმა წყვილმა მათთვის თავის არიდება შეძლო.