LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

48 წლით უმცროს ქალზე შეყვარებული 76 წლის მამაკაცი – რიჩარდ გირისა და დიანა სილვერსის ახალი ფოტოები და ვიდეოები

275
page

ჰოლივუდის ვეტერანი, 76 წლის რიჩარდ გირი და ახალგაზრდა მსახიობი, დიანა სილვერსი ახალ ფილმში, Asymmetry, მთავარ როლებს ასრულებენ. ფილმის გადაღებები ამ ზაფხულს, ნიუ-იორკში დაიწყო და გადასაღები მოედნიდან გავრცელებულმა ფოტოებმა უკვე დიდი ინტერესი და აჟიოტაჟიც კი გამოიწვია.

ფილმის „ქასთის“ შესახებ უკვე არაერთი კრიტიკული კომენტარი დაიწერა. საზოგადოების აზრით, მთავარ გმირებს შორის დიდი, 48 წლიანი ასაკობრივი სხვაობა ზედმეტად თვალსაჩინოა და „ისინი ერთმანეთს საერთოდ არ შეეფერებიან“.

48 წლიანი ასაკობრივი სხვაობა და „შეუფერებელი წყვილი“ – მედიაში 76 წლის რიჩარდ გირის უახლეს გამოჩენას აკრიტიკებენ

ცნობისთვის, ფილმი დაფუძნებულია ლიზა ჰოლიდეის ამავე სახელწოდების ცნობილ რომანზე, მისი ადაპტაცია კი ოსკაროსან რეჟისორს, ედვარდ ცვიკს ეკუთვნის.

სიუჟეტის ცენტრშია რედაქტორის ახალგაზრდა ასისტენტი, რომელიც შემთხვევით ცნობილ მწერალს ხვდება. ერთი შეხედვით მოულოდნელი შეხვედრა მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და მათ შორის რთული და კომპლექსური საიდუმლო ურთიერთობა იწყება.

კინოსურათი ერთი შეხედვით ასაკობრივი სხვაობის მქონე რომანტიკულ ისტორიას ასახავს, თუმცა ფილმი გაცილებით რთულ საკითხებს ეხება. ისტორია იკვლევს სიყვარულს, ძალაუფლებას, შემოქმედებასა და იმ გავლენას, რომელსაც ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაზე ახდენენ.

ფოტო/ვიდეო: 76 წლის რიჩარდ გირის უახლესი გამოჩენა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა

ჯერჯერობით ფილმის პრემიერის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა ნიუ-იორკის ქუჩებში გადაღებული პირველი კადრები უკვე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ფილმი 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად პროექტად ქცეულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები