LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორია გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულების მდგომარეობა – რას აცხადებენ ექიმები

288
გომის მთა

12 აგვისტოს ღამეს, გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულ 11 მოქალაქეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

გომის მთაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სულ 17 მგზავრი დაშავდა – ყველა მათგანი ბელარუსის მოქალაქეა

როგორც ექიმმა „ტვ პირველთან“ განაცხადა, დაშავებულებიდან 5 პაციენტი არის მოზრდილი, 6 კი ბავშვი:

„5 პაციენტი არის მოზრდილი, 6 არის ბავშვი, 6 ბავშვიდან ერთის მდგომარეობა მძიმე იყო, აღენიშნება ეპიდურული სისხლჩაქცევა თავის ტვინში, ამიტომ მოთავსებული იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში, დინამიკაში მიმდინარეობს დაკვირვება, ოპერაციული ჩარევა არ დასჭირვებია.

5 მოზრდილიდან ერთი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც მიმდინარეობს მისი ინტენსიური მკურნალობა. დღეს დილისთვის პაციენტების მდგომარეობა სტაბილურად რჩება, არცერთ მათგანს სასიცოცხლო პარამეტრების დარღვევა არ აქვს“, – განაცხადა ექიმმა „ტვ პირველთან“.

„2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა“ – ექიმი გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულებზე

„6 პაციენტი პედიატრიული ასაკის არის“… „საჭესთან ქართველი მძღოლი იჯდა, ახლახან დაოჯახდა, თანამედროვე მიკროავტობუსი ჰყავდა“ – როგორია გომის მთაზე დაშავებულების მდგომარეობა და რას ჰყვებიან ადგილობრივები მომხდარ ტრაგედიაზე

ცნობისათვის, 12 აგვისტოს, ღამით, გომის მთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – არსებული ინფორმაციით, ტურისტებით სავსე მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა. გარდაცვლილები ბელორუსიის მოქალაქეები არიან.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს საქართველოს მოქალაქე მართავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გომის მთაზე ავარიის დროს დაშავებული მძღოლი კლინიკაში საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება – მას კლინიკიდან გაწერის შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები