დერმატო-ვენეროლოგი, სოსო კობახიძე „პალიტრავიდეოს“ ეთერში აცხადებს, რომ ცხოველებისთვის განკუთვნილი რწყილების წამალის, „ბარსის“ გამოყენება ბავშვებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
მისივე თქმით, არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგი დადგეს.
„ეს წვეთები განსაზღვრულია არა ტილის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავზე ზოგჯერ გვხვდება ბავშებში, არამედ ტკიპების საწინააღმდეგ და სხვა ფეხსახსრიანებისთვის, რომლებიც ბუდობენ ცხოველებიში. ეს შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანებისთვის არ არის განსაზღვრული.
ეს არის შხამი, როემლიც სპობს ამ ორგანიზმებს. შხამს ხომ არავინ ვასმევთ ბავშებს?! რა მნიშვნელობა აქვს პირიდან მიიღებს, ნემსის სახით თუ კანიდან შეიწოვება?! თუ მოხდა შხამის დიდი რაოდენობით შეწოვა მოხდება ინტოქსიკაცია, რომელიც მძიმე შედეგით შეიძლება დასრულდეს“, – ამბობს სოსო კობახიძე.
