LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს“ – ადვოკატი

552
კობა ფარტენაძე

„დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე 2 განყოფილებაში“, – ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი თემურ ქავშბაია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში, თავს კვლავ დაესხნენ – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

როგორც უფლებადამცველი წერს, ჟურნალისტი ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

„კობას ინტერესებს დაიცავს თემურ ქავშბაიას საადვოკატო ოფისი.

ამ დროისთვის ვარკვევთ, თუ რა საფუძვლითა და მოტივით იქნა, ადმინისტრაციული წესით დაკავებული კობა ფარტენაძე.

ამჟამად ის მოთავსებულია ზესტაფონის წინასწარი დაკავების იზოლატორში.

საზოგადოებას უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასა და მიმდინარეობის შესახებ“, – წერს ადვოკატი

კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით, შსს-მ 2 პირი დააკავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები