LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში, თავს კვლავ დაესხნენ – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

122
კობა ფარტენაძე

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტის, კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში, ევროპის მოედანზე თავს კვლავ დაესხნენ.

ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.

კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ერთი შვილი უკვე ვერაგულად მომიკლეს, სიმართლის დამცველი და ახლა მეორეს ემუქრებიან“ – კობა ფარტენაძის დედა

„ერთი შვილი უკვე ვერაგულად მომიკლეს, სიმართლის დამცველი და ახლა მეორეს ემუქრებიან“ – კობა ფარტენაძის დედა

როგორც ადგილობრივ მედიასთან მეტეოროლოგმა განაცხადა, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ინფორმაციისთვის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტმა კობა ფარტენაძემ რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა თავდასხმის შესახებ და „ფეისბუქ“ გვერდზე შესაბამისი ვიდეო დაურთო თან.

პოლიციამ კობა ფარტენაძის მიმართ მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული ორი პირი დააკავა, რომლებიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კერძოდ, ბრალდებულები 7000-7000 ლარის სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

„ფორტუნა“ დეტალებს შსს-ში არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები