LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი შვილი უკვე ვერაგულად მომიკლეს, სიმართლის დამცველი და ახლა მეორეს ემუქრებიან“ – კობა ფარტენაძის დედა

362
2026-08-11_00-04-17_545119

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტს, კობა ფარტენაძეს ქუჩაში თავს დაესხნენ.

კობას დედა მზია ნიქაბაძე სოციალურ ქსელში მომხდართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

„ერთი შვილი უკვე ვერაგულად მომიკლეს; მეგობრებისა და სიმართლის დამცველი, ახლა კი ჩემს ერთადერთ შვილს, კობა ფარტენაძე-ს, ემუქრებიან მოკვლით, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ამდენის უფლებას რომ აძლევთ თქვენს თავს? ვის რა დაგიშავათ ჩემმა შვილმა?! ყველას მოგიზღვევთ უფალი, თუ კანონი არა! მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდექით და იბრძოლეთ სამართლიანობისთვის“, – წერს მზია ნიქაბაძე.

ცნობისთვის, დღეს კობა ფარტენაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაესხნენ თავს.

კობა ფარტენაძეს თავს დაესხნენ – შსს-მ გამოძიება დაიწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები