LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახს სჭირდება კვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატის დახმარება“ – 10 წლის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკა საღირაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

137
ნიკა საღირაშვილი

იუთუბ გადაცემის – „შენი ამბავი თაიასთან“ გასულ ეპიზოდში აუდიტორიამ 10 წლის წინ გაუჩინარებული 26 წლის ნიკა საღირაშვილის დედის და დის ინტერვიუ მოისმინა.

გადაცემაში ნიკა საღირაშვილის ოჯახის წევრებმა დეტალურად გაიხსენეს დღე, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი გაუჩინარდა.

„რომ დააგვიანდა და ვერსად ვერ ვნახეთ, პოლიცია გამოვიძახეთ… სადაც იჯდა, მისი ქურთუკი სკამზე იყო გადაკიდებული… მე ვუყურებ საკუთარ მშობლებს 10 წლის განმავლობაში ყოველდღე რომ კვდებიან…“ – 10 წლის წინ გაუჩინარებული, 26 წლის ნიკა საღირაშვილის და და დედა

გაუჩინარებული მამაკაცის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

ამასთან, საქმეში კვალიფიციური ადვოკატის ჩართვის თხოვნით, ოჯახი მიმართვას ავრცელებს.

„გთხოვთ, გაეცნოთ პოსტს!

ოჯახს სჭირდება კვალიფიციური და გამოცდილი ადვოკატის დახმარება ამ საქმესთან დაკავშირებით.

თუ ხართ ადვოკატი და შეძლებთ ოჯახის დახმარებას, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ნიკას დას:

ტელ: +995 571 073 854

ნებისმიერი გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეს ინფორმაცია რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს.

სრული გადაცემა ნახეთ; https://youtu.be/vUV75Md53ZM?si=ZjkrBl5q3WV9jOeK

წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისთვის!“, – წერია გადაცემის „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები