LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„1 სექტემბერი გურიკა დადიანიძის დაბადების დღეა… მჯერა, რომ ერთ დღეს ეს წლების მოლოდინი დასრულდება და გურამის დედა კვლავ ჩაიხუტებს შვილს…“ – „მთელი აზრი“ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს

766
სოფო ბიბილაშვილი, გურამ დადიანიძე

„1 სექტემბერი გურიკა დადიანიძის დაბადების დღეა…“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ფეისბუკ“ გვერდი, „მთელი აზრი“ წერს.

„მთელი აზრი“ საზოგადოებას სთხოვს, კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძისთვის:

„გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვაკეთებდი ვრცელ კომენტარებს“ – ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს

„რაც შეხება მამას, საზოგადოებას ნამდვილად აინტერესებს თუ რატომ არ იღებს მამა ხმას…“ – რას ამბობს გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე

ამის შესახებ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ 12 წლის წინ, მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

„1 სექტემბერი გურიკა დადიანიძის დაბადების დღეა… მეგობრებო, მოდი, ამ დღეებში კიდევ ერთხელ ერთად გავერთიანდეთ გურამისთვის. 1 სექტემბერს თითოეულმა ჩვენგანმა დავანთოთ ერთი სანთელი და გულით ვილოცოთ, რომ გურამი დედას დაუბრუნდეს.
წლები გავიდა, მაგრამ დედის მოლოდინი არ დასრულებულა…
დედის გულში კი ის ისევ ის ბიჭია, რომელსაც წლების წინ პირველად ჩაიკრავდა გულში. მოდი, ერთად ვთხოვოთ უფალს გურამისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი – მისი დაბრუნება დედასთან. ლოცვას დიდი ძალა აქვს. რწმენას – კიდევ უფრო დიდი.
და როცა ათასობით ადამიანი ერთი გულით, ერთი სურვილით და ერთი იმედით ლოცულობს, ეს ერთიანობა თავად ხდება დიდი ძალა. სასწაულები არსებობს. მე მჯერა. მჯერა, რომ ერთ დღეს ეს წლების მოლოდინი დასრულდება და გურამის დედა კვლავ ჩაიხუტებს შვილს. ერთი სანთელი – ერთი ლოცვა. ერთი სურვილი – გურამის დაბრუნება.
ერთი იმედი – დედის ჩახუტება. ერთად ვილოცოთ გურამისთვის. ერთად დაველოდოთ სასწაულს. ღმერთმა ქნას, ეს ლოდინი დედის ჩახუტებით დასრულდეს…“ – წერს „მთელი აზრი“.

შეგახსენებთ, 17 წლის გურამ დადიანიძე 12 წლის წინ, 2014 წელს, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში გაუჩინარდა, ის ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. საქმე დღემდე გაუხსნელად ითვლება, ვინაიდან გურამ დადიანიძის კვალს ვერ მიაგნეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმის ფარგლებში იმ ტერიტორიის ხელახალი შემოწმება დაიწყო, საიდანაც 2014 წელს დაკარგულის კვალი გაქრა. სოფო ბიბილაშვილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ჩატარებული სამძებრო სამუშაოების შედეგად მეწყერის ვერსია გამოირიცხა.

ვიდეო: „რა სიმწარეც გამოვიარე, როგორ გავუძელი არ ვიცი… ალბათ იმას ფიქრობდნენ, „გული გაუსკდება, მოკვდება და ეს ამბავიც დამთავრდება გაუხსნელიო“… ყველამ აგოს პასუხი, ვინც 12 წლის მანძილზე ასე სასტიკად მომექცა“ – დაკარგული გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები