ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ოფიციალური გადაწყვეტილებით, 2027 წლის Met Gala-სთვის დაგეგმილი გამოფენა, სახელწოდებით – John Galliano: Horizons აღარ გაიმართება.
მუზეუმმა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომავალი წლის გაზაფხულზე როგორც გამოფენა, ისე Met Gala ლეგენდარული დიზაინერის 40-წლიანი კარიერის რეტროსპექტივას მიძღვნებოდა, აგვისტოს დასაწყისში დააანონსა.
მალევე, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების, პოლიტიკოსების, ებრაული თემისა და მუზეუმის მსხვილი დონორების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა იმ ფაქტმა, რომ ღონისძიების თარიღი ემთხვეოდა ჰოლოკოსტის ხსოვნის დღეს.
მზარდი კრიტიკისა და ფინანსური მხარდაჭერის დაკარგვის მუქარის ფონზე, მუზეუმმა და თავად გალიანომ ერთობლივი განცხადებით გამოფენა ოფიციალურად გააუქმეს. დიზაინერმა აღნიშნა, რომ მას არ სურს მუზეუმი რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს და სრულად იღებს პასუხისმგებლობას წარსულში ნათქვამი სიტყვების გამო.
მეტროპოლიტენის მუზეუმი სრულიად ახალ გამოფენასა და Met Gala-ს ალტერნატიულ თემას, უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს.
2027 წლის Met Gala ლეგენდარული დიზაინერის, ჯონ გალიანოს შემოქმედებას მიეძღვნება

ჯონ გალიანო ბრიტანელი მოდის დიზაინერია, რომელიც ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება. წლების განმავლობაში ის ხელმძღვანელობდა ისეთ გიგანტებს, როგორებიცაა: Givenchy და Christian Dior, მოგვიანებით კი მუშაობდა Maison Margiela-ში.
2011 წელს გალიანო Dior-დან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ვიდეო, სადაც ის პარიზის ერთ-ერთ ბარში არაფხიზელ მდგომარეობაში ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებებს აკეთებდა. საფრანგეთის სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო სიძულვილის ენით გამოწვეულ ბრალდებაში.