LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „გადავწყვიტე, პატარა ვიდეო მივუძღვნა მამაკაცებს… როგორი ქალი გირჩევნიათ, დაღლილი, გაღიზიანებული და დასტრესილი, თუ ის, ვინც სიამოვნებას მოგანიჭებთ?“ – რატომ ფიქრობს ნინო მუმლაძე, რომ ქალებს ის კაცები იზიდავენ, რომლებიც მათ პრობლემებს აგვარებენ

253
ნინო მუმლაძე

ნინო მუმლაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მამაკაცებისა და ქალების შესახებ საუბრობს. მსახიობმა წინა ვიდეოში თქვა, რომ ქალს ყველაზე მეტად ის მამაკაცი იზიდავს, ვინც მის პრობლემებს აგვარებს:

„რა თქმა უნდა, ქალების უმრავლესობა მეთანხმება, მაგრამ მამაკაცებისგან წამოვიდა პრიმიტიული კომენტარები, რომ ქალებს მხოლოდ ფული გვადარდებს. ზოგმა დაწერა, რად გვინდა პრობლემური ქალებიო, თქვენ უპრობლემოდ ცხოვრობთ სრულიად?

გადავწყვიტე, პატარა ვიდეო მივუძღვნა მამაკაცებს – ვალდებულები, რა თქმა უნდა, არ ხართ, უბრალოდ, აგიხსნით, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, როდესაც ქალი მარტო უმკლავდება რუტინულ პრობლემებს, მაგალითად, როგორ გაწეროს მთელი ოჯახის ბიუჯეტი, რომ ეყოს, შავი დღისთვისაც ჰქონდეს გადადებული, ბავშვი სკოლაში გაუშვას აწყობილი, თვითონაც ნორმალურად გამოიყურებოდეს, რომ ისევ შენ მოგეწონოს, დასვენებაზეც უნდა იფიქროს, რადგან ბავშვს ჰაერი გამოუცვალოს და შენც გჭირდება დასვენება, რადგან მერე ყეფას იწყებ, სამსახურის და ბავშვის პარალელურად, სადილზე ფიქრობს, ქალი ღამეებს ათენებს და ამ ყოველდღიურ რუტინაში შენი იმედი არ აქვს… ის საღამოს გაღიმებული ვერ დაგხვდება. როცა შენ სამსახურიდან დაბრუნდები და რელაქსი გჭირდება, ელოდები, რომ მოგივლიან, ვერ მოგივლიან. ქალი დაღლილია ყოველდღიური პრობლემებით და შენ თვლი, რომ ეს ყველაფერი მისი მოსაგვარებელია, რომც არაფერი გითხრას, სადღაც ამოასხამს და გიყვირებს. მერე გაგიკვირდება, რომ გიყვირა, არაფერი დამიშავებიაო. აი, ამიტომ გიყვირა. ამიტომ ცივდებიან ქალები მრავალწლიანი ურთიერთობის შემდეგ. განა აღარ უყვარხარ? უბრალოდ, დაიღალა, აღარ ყოფნის იმის რესურსი, რომ თბილად მოგექცეს და გაგიღიმოს. თუ ქალს ჰყავს მამაკაცი, რომელიც ამ ელემენტარული პრობლემების მოგვარებაში უდგას გვერდით, არ ეშინია ხვალინდელი დღის, არ არის დასტრესილი იმაზე ფიქრით, რა ელოდებათ მის შვილებს მომავალში, აუცილებლად მოუნდება, რომ შენც მოგანიჭოს სიამოვნება. როგორი ქალი გირჩევნიათ, დასტრესილი, გაღიზიანებული და დაღლილი? თუ ბედნიერი ქალი, რომელიც თქვენივე დახმარებით მოგანიჭებთ სიამოვნებას?..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები