LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დიდი პაუზა მქონდა და ვიფიქრე, ამხელა პაუზის შემდეგ, სიახლით დავბრუნებულიყავი…“ – ფატი ბროლაშვილი სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“

278
ფატი-ბროლაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ფატი ბროლაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს ახალი ნამუშევარი „მე რომ მენატრება“ წარუდგინა.

ფატი, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ძალიან დიდი პაუზა მქონდა და პაუზის შემდგომ, შეიძლება, ცოტა უცნაურია მსმენელისთვის, მაგრამ საავტორო სიმღერით არ დაგიბრუნდით. ჩემი საავტორო სიმღერებიც მაქვს დაწერილი, მაგრამ სტუდიურად არ მაქვს ჩაწერილი, არ ვიცი რატომ, ალბათ, აქვთ ადამიანებს რაღაც ასეთი მომენტები… ყოველ კვირა ახალ-ახალი სიმღერები მქონდა… რატომღაც, ვიფიქრე, რომ ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს და საშუალება უნდა მივცე მათ, რადგან ახალ სიმღერას ისე ვწერდი, რომ ხალხი ძველის მოსმენას ვერც ასწრებდა. ასე ვთქვათ, მსმენელს მივეცი საშუალება, რომ ჩემს ყველა სიმღერაში გარკვეულიყო.

ვისაუბროთ სიმღერაზე „მენატრება ჩემი მიწა-წყალი“.

ძალიან ბევრმა სწორედ ამ სიმღერით გაიცნო და შეიყვარა ფატი ბროლაშვილი. ტექსტიც და მუსიკაც ჩემია, არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილის.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე „მე რომ მენატრება“.

ზოგადად, სხვის სიმღერებს ნაკლებად ვწერ. ეს სიმღერა ბავშვობიდან მომწონდა და ვიფიქრე, ამხელა პაუზის შემდეგ, მართლა რაღაც სიახლით დავბრუნებულიყავი. რა თქმა უნდა, სიახლე ჩემი საავტორო სიმღერაც იქნებოდა, თუმცა ეს უფრო სიახლე იქნება მსმენელისთვის, რომ რაღაც პაუზის შემდეგ ფატი ბროლაშვილმა სხვა მომღერლის სიმღერა შეასრულა.

დიდი მადლობა რომა რცხილაძეს. ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა ეს სიმღერა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვბედავდი დარეკვას. მადლობა მას, რომ ერთი წამით არ უთქვამს არა, პირიქით, მითხრა, ჩაწერე, შეასრულეო.

ძალიან ფრთხილად მოვექეცი ამ სიმღერას. რა თქმა უნდა, არ შემიცვლია არც მელოდიური ხაზი და არც ტექსტი, თუმცა არის ჩემებური ვერსია. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა. ტექსტი გოჩა ლორიას ეკუთვნის, მუსიკა რომა რცხილაძეს.

ფატი ბროლაშვილი – მე რომ მენატრება

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ფატი ბროლაშვილი – მენატრება ჩემი მიწა-წყალი. Live

ფატი ბროლაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები