მაიკლ ჯექსონის შესახებ ხმაურიანი საქმის ფონზე, მედიაში გავრცელდა აქამდე უცნობი ფოტოები, რომლებმაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
ერთ-ერთ კადრში ჩანს ჯექსონი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბიჭი ჰყავს აყვანილი. ფოტოზე ცხრა წლის დომინიკ კასიო კამერისკენ იყურება, მისი სახის გამომეტყველება კი დისკომფორტს გამოხატავს. ფოტოები, რომელიც Daily Mail-მა მოიპოვა, მედიაში პირველად გამოქვეყნდა.
ფოტოების გავრცელება მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ წამოყენებული ახალი ბრალდებებისა და სასამართლო დავის ფონზე მოხდა. საქმის დეტალები კვლავ განხილვის საგანია.
ახალი მასალა განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს იმის გამო, რომ ჯექსონის არასრულწლოვანებთან ურთიერთობა მისი სიცოცხლის პერიოდშიც არაერთხელ გამხდარა საზოგადოებრივი დისკუსიისა და სამართლებრივი დავების მიზეზი.
მაიკლ ჯექსონის შემაძრწუნებელი აუდიოჩანაწერები სკანდალურ დოკუმენტურ სერიალში
