„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი ნინა დობრევი „ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე“ ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მონაწილე გახდა.
37 წლის დობრევი დენი ბოილის ახალი ფილმის, Ink-ის მსოფლიო პრემიერას დაესწრო. მსახიობი წითელ ხალიჩაზე Armani Privé-ს ბრჭყვიალა შავი კაბით გამოჩნდა და ფოტოგრაფების წინაშე თამამად პოზირებდა.
ვიდეოში ჩანს, რომ ღონისძიების თანამშრომელი მსახიობთან მიდის და ანიშნებს, რომ გაიაროს, რადგან ფოტოგრაფებთან პოზირებისთვის გამოყოფილი დრო ამოიწურა.
დობრევი რამდენიმე წამით დაბნეული ჩანდა, თუმცა შემდეგ მითითება შეასრულე და წითელი ხალიჩა დატოვა. ნინა ფაქტობრივად წითელი ხალიჩიდან გააძევეს.
„შურისძიების რომანი?“ – ნინა დობრევისა და ზაკ ეფრონის ხმაურიანი განცხრომა იახტაზე