თბილისიში, 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათავო ოფისში (მის.: გაგარინის 29ა) Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოებისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
17 დეკემბერს კი რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების რიგით მეოთხე ცერემონია ჩატარდება. დაჯილდოების ცერემონიაზე, 20 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 350-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდებიან გამარჯვებულები. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანაორგანიზებით. ასევე, პროექტის თანაორგანიზატორია – საქართველოს ბანკი. პროექტის ოფიციალური მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია და საპარტნიორო ფონდი. გენერალური სპონსორი – ალიანს ჯგუფი. დაჯილდოების დამოუკიდებელი აუდიტორია – ბიდიო საქართველიო.
პრესკონფერენციას დაესწრებიან:
- მარინა ჩაიკა – Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
- გიორგი ჩოგოვაძე – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
- ანდრია ბასილაია – თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი;
- მაია ხაჩიძე- ბიდიო საქართველოს პარტნიორი;
- ზურაბ მასურაშვილი – საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს ბანკი უკვე ორი წელია პროექტის ოფიციალური სპონსორია და წელს უკვე თანაორგანიზატორის სტატუსით გვევლინება. პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ბანკმა შეიმუშავა სამი განსაკუთრებული ნომინაცია:
- „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“,
- „მე ვქმნი – ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში“ და
- „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“.
ამ ნომინაციებში გამარჯვებულებს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს.