LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძმის გარდაცვალების შემდეგ, კაია გერბერის მდგომარეობა კრიტიკულია – რას ჰყვება ოჯახთან დაახლოებული პირი

1359
page

სინდი კროუფორდის 25 წლის ქალიშვილი, კაია გერბერი, ძმის, პრესლი გერბერის გარდაცვალების შემდეგ რთულ ემოციურ პერიოდს გადის. გამოცემის ცნობით, კაია ძმის დაკარგვას მძიმედ განიცდის და მომხდარის დაჯერება უჭირს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.

„არ ვიცი, როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება მის გარეშე“ – კაია გერბერი ძმის გარდაცვალებით განადგურებულია

„კაია განადგურებულია. ის ღრმა დეპრესიაშია, მას არ შეუძლია დაიჯეროს, რომ მისი ძმა სამუდამოდ წავიდა. ეს ჯერ კიდევ ვერ წარმოუდგენია. ოჯახში ყველა კაიაზე ღელავს და ეშინიათ, რომ ის ამ ყველაფერს ვერ გაუმკლავდება. თუმცა, მის გვერდით მისი მეგობრები არიან“, – განაცხადა წყარომ.

27 წლის პრესლი გერბერს, გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, კრემაცია ჩაუტარდა

პრესლის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე არ გასაჯაროებულა. პრესლი ლოს-ანჯელესის სარეაბილიტაციო ცენტრში გარდაიცვალა, სადაც ნივთიერებებზე დამოკიდებულებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.

მისი გარდაცვალების დღეს სამაშველო სამსახურში შესულ ზარზე საუბარი იყო „გულის გაჩერებასა“ და „გადაჭარბებულ დოზირებაზე“.

მედიის ცნობით, პრესლი სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მისვლისას უკვე რომელიღაც ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

როგორ ცდილობდა სინდი კროუფორდი 27 წლის შვილის გადარჩენას – უახლესი დეტალები პრესლი გერბერის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები