პარიზის მოდის კვირეულმა სრულიად მოულოდნელი და სახალისო მომენტი აჩუქა სოციალური ქსელების მომხმარებლებს. მოდის სახლ – Chanel-ის 2027 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენების პირველ რიგში მსხდომმა ვარსკვლავებმა ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ტრენდი გააცოცხლეს.
საქმე ისაა, რომ კრისტენ ვიგმა, პედრო პასკალმა და დუა ლიპამ სლოვაკი არტისტის, ადელას ჰიტზე – Nicole Kidman ე.წ. ,,ლიფსინქი” ჩაწერეს. ვიდეოს კულმინაცია კი ის გახდა, რომ მათ თავად ,,ოსკაროსანი” მსახიობი და სიმღერის ინსპირაცია, ნიკოლ კიდმანი შეუერთდა. კიდმანმა კამერის წინ თავისივე სახელობის სიმღერის ტექსტიდან – I feel like Nicole გამოთქვა და გამომწერებს კოცნა გაუგზავნა.
ტენდენცია, რომელიც TikTok-სა და Instagram-ზე ბოლო კვირებია განსაკუთრებით პოპულარულია, უკვე უამრავმა ცნობილმა ადამიანმა გაიმეორა, თუმცა ფანები თანხმდებიან, რომ ამ გამოწვევაში გამარჯვებული ეს ოთხეული გახდა.
ქსელში გამოქვეყნებულმა ამ სახალისო კადრებმა მომენტალურად მილიონობით ნახვა და ათასობით აღფრთოვანებული კომენტარი დააგროვა.
Adéla სლოვაკი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მოცეკვავეა, რომელიც ფართო საზოგადოებამ პირველად 2023 წელს გაიცნო, როგორც პოპულარული მუსიკალური შოუს – Dream Academy მონაწილე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტიდან მალევე გამოირიცხა, მან წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო.
2025 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან – Capitol Records და გამოუშვა პირველი მინი-ალბომი – The Provocateur.
2026 წლის 4 სექტემბერს გამოვიდა მისი სადებიუტო სრულფორმატიანი ალბომი – Prima. ალბომის წამყვანი სინგლი – Ain’t in LA დიდი საერთაშორისო წარმატებით სარგებლობს, რის წყალობითაც ადელა გახდა პირველი სლოვაკი არტისტი ისტორიაში, რომელიც ,,ბილბორდის ცხეულ ასეულში” მოხვდა, ალბომი კი ,,ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის” ხუთეულში მე-4 პოზიციაზე დადებიუტდა.
სწორედ ამ ალბომში შედის – ,,ნიკოლ კიდმანი”, რომელიც მის ტრიუმფალურ ჰიტად იქცა. ადელამ გაამხილა, რომ მას არ სურდა ვარსკვლავის სახელის გამოყენება მისი ნებართვის გარეშე. მომღერალმა და მისმა გუნდმა ოფიციალური თხოვნით მიმართეს კიდმანის წარმომადგენლებს, რაზეც ,,ოსკაროსანი” მსახიობისგან თანხმობა და სრული მხარდაჭერა მიიღეს.
ცალკე აღნიშნვნას იმსახურებს ის ფაქტიც, რომ ტრეკის ვიდეოკლიპი მთლიანად აგებულია ნიკოლ კიდმანის ცნობილი ფილმების საკულტო როლებისა და კარიერის სიმბოლოებზე.