LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის 18 წლის მოდელი, რომელმაც კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და მილანის მოდის კვირეულის მონაწილე გახდა

7609
ნია ჯორბენაძე

18 წლის მომხიბვლელი გოგონა ნია ჯორბენაძე, რომელმაც ახლახან კომაროვის სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, მილანის მოდის კვირეულის მონაწილე იყო. ის ნინო ცქიტიშვილის სამოდელო სააგენტოსთან Look Models Management თანამშრომლობს, ამჟამად მილანშია და საინტერესო შეთავაზებებს ელოდება. ნია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია და სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას ევროპაში აპირებს.

ნია, სალამი, მოგვიყევი, როგორ აღმოჩნდი სამოდელო სფეროში?

ბავშვობიდან მაინტერესებდა მოდელობა და მინდოდა ამ სფეროში საკუთარი თავის გამოცდა. დაახლოებით 13-14 წლის წინ ვიყავი, როდესაც ნინო ცქიტიშვილთან მივედი სამოდელო სააგენტოში და ასე დაიწყო ჩემი კარიერა. საქართველოში ეს არის ჩემი სააგენტო, აგრეთვე ვთანამშრომლობ მილანში სააგენტოსთან.

როგორ აღმოჩნდი მილანის მოდის კვირეულზე – მოგვიყევი, რა ხდებოდა და როგორი იყო შენი ერთი დღე და აქტივობა მილანში, მოდის კვირეულის ფარგლებში?

მოდის კვირეულის პერიოდში დაახლოებით 5-6 კასტინგი მქონდა დღეში. ძალიან რთული იყო ორ-სამსაათიან რიგებში დგომა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთზე დამამტკიცეს. ასე აღმოვჩნდი ჩემს პირველ მოდის კვირეულის შოუზე. გარდა ამისა, ვთანამშრომლობ სხვადასხვა დიდ ბრენდთან, განსხვავებულ პროექტებზე.

მოდელობა, როგორც ვიცი, არ არის შენი ძირითადი პროფესია. მოგვიყევი, როგორ დაამთავრე კომაროვი წითელ მედალზე?

კომაროვის სკოლაში სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცდილება იყო. ეს იყო საკმაოდ შრომატევადი, სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე, თუმცა იმავდროულად ძალიან საინტერესო სასწავლო პროცესი. აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა კლუბსა და სასკოლო აქტივობაში. ვიყავი სკოლის სტიპენდიატი.ეს ყველაფერი ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო,

კომაროვში გატარებულმა წლებმა დიდი პასუხისმგებლობა, დისციპლინა ,მიზნისკენ სწრაფვა და. მუდმივად საკუთარი თავის. განვითარება მასწავლა.
ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომაროვის გარემო გაძლევს ამბიციას – დაისახო დიდი მიზნები და არ შეგეშინდეს მათი მიღწევის. სწორედ ეს გამოცდილება გახდა ჩემთვის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელსაც ჩემს დღევანდელ ინტერესებსა და მომავალ გეგმებსაც ვუკავშირებ. კომაროვმა მასწავლა, რომ მაღალი მიზნების დასახვა და მათ მისაღწევად შრომა ნამდვილად შესაძლებელია, თუ საკუთარი შესაძლებლობების გჯერა და მიზნისკენ თანმიმდევრულად მიდიხარ.

მიხარია, რომ სკოლა წარმატებით დავამთავრე და ოქროს მედალოსანი გავხდი. ვფიქრობ, სწორედ კომაროვში მიღებულმა გამოცდილებამ მომცა ძლიერი საფუძველი, რომ მომავალშიც ახალი გამოწვევების წინაშე თავდაჯერებულად დავდგე.

მინდა, სამოდელო საქმიანობასთან ერთად, სწავლაც გავაგრძელო. მაინტერესებს კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ტექნიკური სფეროები. მომავალში მსურს სწავლის გაგრძელება ევროპულ წამყვან უნივერსიტეტში, რომ სწავლა სამოდელო საქმიანობასაც შევუთავსო. ჯერჯერობით მილანში ვარ და ველოდები ახალ პროექტებსა და შესაძლებლობებს. მინდა, რომ ამ სფეროში საინტერესო პროექტებში მივიღო მონაწილეობა. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები