მომღერალი მერაბ სეფაშვილი დაბადების დღეს აღნიშნავს. იუბილარს სოციალურ ქსელში პროდიუსერი გია გოგორიშვილი ემოციური პოსტით ულოცავს:
„მომღერალი მერაბ სეფაშვილი იუბილარია. ჩვენ კარგად გვყავდე და მთელ საქართველოს! გილოცავ, გაგიმარჯოს!“ – წერს გია გოგორიშვილი.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის იუბილესთან დაკავშირებით, 16 ოქტომბერს წლის ერთ-ერთი მთავარი მუსიკალური საღამო გაიმართება.
მერაბ სეფაშვილის 65 წლის იუბილე სცენაზე მის მეგობრებთან, კოლეგებთან და განსაკუთრებულ სტუმრებთან ერთად გრანდიოზულად აღინიშნება.
