LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიზა მარია პრესლი მაიკლ ჯექსონს საუკეთესო საყვარლად მოიხსენიებდა – აქამდე უცნობი დეტალები ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ

261
Untitled Design (4)

როზან ბარის განცხადებით, ლიზა მარია პრესლი მას მაიკლ ჯექსონთან და ნიკოლას კეიჯთან ურთიერთობის ინტიმურ დეტალებს უზიარებდა. ამის შესახებ მსახიობმა გამოცემა, The Hollywood Reporter-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ლიზა მარია პრესლი, რომელიც ელვის პრესლის ერთადერთი ქალიშვილი იყო, 2023 წელს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. როზან ბარის თქმით, პრესლი მაიკლ ჯექსონს, რომელზეც 1994-1996 წლებში იყო დაქორწინებული, „საუკეთესო საყვარლად“ მოიხსენიებდა.

„მას ყველაფერი ჰქონდა, რაც კი ქალს შეიძლება სურდეს. ლიზა ამბობდა, რომ მაიკლი ზუსტად იმ სიტყვებს ეუბნებოდა, რომელთა მოსმენაც ქალებს სურთ“, – განაცხადა ბარმა და დასძინა, რომ პრესლი მსგავსი პირადი საკითხების შესახებ არასდროს იტყუებოდა.

73 წლის მსახიობმა ასევე აღნიშნა, რომ ლიზა მას ნიკოლას კეიჯთან ურთიერთობის დეტალებსაც უყვებოდა. პრესლი და კეიჯი 2002 წელს მცირე ხნით იყვნენ დაქორწინებული.

„ის მიყვებოდა ყველას შესახებ, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და თავის ინტიმურ ცხოვრებაზეც საუბრობდა“, – იხსენებს ბარი.

ლიზა მარია პრესლი მაიკლ ჯექსონთან ურთიერთობის შესახებ თავის მემუარებშიც საუბრობდა. მან გაამხილა, რომ მაიკლთან გაცნობის დროს ის ჯერ კიდევ ქალწული იყო. პრესლის თქმით, მათი ურთიერთობის პერიოდი მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო.

ნიკოლას კეიჯიმ ლიზა მარია პრესლის ექვს კარატიანი ნიშნობის ბეჭედი ოკეანეში მოისროლა – სკანდალური დეტალები პრისცილა პრესლის ბიოგრაფიული წიგნიდან

ელვის პრესლის შვილიშვილმა ბებიას სასამართლო დავა მოუგო და შეურიგდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები