ჯენიფერ ლოპესის პირადი ცხოვრება კვლავ განხილვის თემაა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ერთდროულად ორი მიმართულებით იპყრობს ყურადღებას. მედიაში მის პირად მცველთან სავარაუდო რომანტიკულ კავშირზე საუბრობენ, მეორე მხრივ კი, ბრედ გოლდსტაინთან მისი რომანის შესახებ ახალი ჭორები ვრცელდება.
ბოლო პერიოდში ჯეი ლოსა და ბრეტს შორის ქიმია განსაკუთრებით აქტიურად განიხილება. წყვილი Netflix-ის რომანტიკულ კომედიაში „სამსახურებრივი რომანი“ ერთად გამოჩნდა, ეკრანულმა ურთიერთობამ კი თაყვანისმცემლებში არაერთი კითხვა გააჩინა. ისინი ცოტა ხნის წინ ერთად წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ყურადღებას ჯენიფერის პირადი მცველიც იქცევს. მათი სიახლოვე და ერთობლივი ფოტოები გულშემატკივრების არაერთი ვარაუდების მიზეზი გახდა. პირად მცველთან საკმაოდ ნიშანდობლივი და თბილი ფოტო თავად ჯეი ლომაც გააზიარა „ინსტაგრამზე“.
ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ 57 წლის არტისტი და მსახიობი, ბენ აფლეკთან მტკივნეული განშორების შემდეგ, კვლავ არჩევანის ზღვარზეა.

