LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანმა რომში ფურორი მოახდინა – ვარსკვლავმა ექსკლუზიური საქორწილო კაბა მოირგო

200
photo-collage.png

კიმ კარდაშიანი მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. იურიდიული დრამის, All’s Fair მეორე სეზონის პრომოუშემის ფარგლებში, კარდაშიანი რომში დახვეწილი და ამავდროულად პროვოკაციული იმიჯით წარდგა. სერიალში მთავარ როლს სწორედ რეალითი შოუს ვარსკვლავი და ბიზნესლედი ასრულებს.

,,ფოტოქოლზე” კიმი გამოჩნდა შავ-თეთრი ბურთულებიანი ექსკლუზიური კაბით, რომელიც ისრაელელი დიზაინერის, გალია ლაჰავის მაღალი მოდის 2027 წლის საშემოდგომო კოლექციიდან შეირჩა.

გალია ლაჰავის მდიდრული მოდის სახლის განცხადებით, კოლექცია – One of One ისტორიული მოდის სიმბოლოების, მათ შორის ელიზაბეტ ტეილორისა და თავად კარდაშიანების სტილის ინსპირაციით შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ სამოსი სულ რაღაც 12 დღის წინ ნიუ-იორკის საქორწილო მოდის კვირეულზე იქნა წარდგენილი და სელებრითმა ის პოდიუმიდან პირდაპირ წითელ ხალიჩაზე გადაიტანა. კორსეტის ტიპის სილუეტს, რომელსაც თეძოებზე მაქმანებიანი ჭრილები და გრძელი შლეიფი აქვს, სტილისტებმა ჯიმი ჩუს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეს.

კარდაშიანმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც კაბის პრინტს იუმორისტულად შეუხამა ორი დალმატინელი ძაღლი, რასაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ლუქის ავტორი ცნობილი იმიჯ-მეიკერი ლოუ როუჩია, რომელმაც ახლახან დაიწყო კიმთან თანამშრომლობა და რომის ტურნესთვის რამდენიმე ვინტაჟური და თამამი კაბა შეურჩია.

ღონისძიებას კიმთან ერთად ესწრებოდნენ სერიალის სხვა ვარსკვლავებიც – სარა პოლსონი, ნაომი უოტსი და ნისი ნეში. ,,ჰულუს” მაყურებელი სერიალის – All’s Fair ახალ სეზონს 4 ნოემბრიდან იხილავს.

შეგახსენებთ, რომ პროექტის შემქნელი რაიან მერფია და მასში კიმ კარდაშიანის პერსონაჟი განქორწინების საქმეებში ლოს-ანჯელესის ყველაზე წარმატებული ადვოკატია, რომელსაც საკუთარი იურიდიული კომპანია აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები