LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სადღესასწაულო ჯადოსნურობა და გლამური – Swarovski-ის ახალი სადღესასწაულო კამპანია არიანა გრანდეს მონაწილეობით

701
photo-collage.png

,,სვაროვსკიმ” ახალი სადღესასწაულო კამპანია სახელწოდებით – JOY: The Swarovski Musical წარადგინა, რომლის მთავარი გმირი ბრენდის გლობალური ელჩი – არიანა გრანდეა.

კამპანია აგებულია თანამედროვე მუზიკლის სტილში, რომელიც აერთიანებს დრამას, გლამურსა და სადღესასწაულო ჯადოსნურობას. გრანდე ვიზუალებში სწორედ სადღესასწაულო განწყობასა და კაშკაშა ენერგიას გადმოსცემს.

რეკლამაში აქცენტი გაკეთებულია Swarovski-ის საკულტო კოლექციებზე – Millenia, Una, Mesmera და Vienna. მომღერალი წარმოდგენილია კრისტალებით მორთული გლამურული ყელსაბამებით, სამაჯურებითა და დახვეწილი აქსესუარებით.

კამპანიის შემოქმედებითი დირექტორია ჯოვანა ენგელბერტი, ხოლო ვიდეოს რეჟისორი – კრისტიან ბრესლაუერი, რომელსაც არიანას კლიპების უმეტესობა ეკუთვნის.

კამპანიის სრული კოლექციისა და სადღესასწაულო პროდუქციის დათვალიერება შესაძლებელია Swarovski-ის ოფიციალურ პლატფორმაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები