LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარდაშიანების ოჯახური შობა – კიმმა SKIMS-ის ახალ სადღესასწაულო კამპანიაში ოთხივე და გადაიღო

273
photo-collage.png

ტელევარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა საკუთარი ბრენდის – SKIMS-ის ყოველწლიური, ყველაზე მოთხოვნადი საშობაო კოლექციისთვის სარეკლამო კამპანია წარადგინა. წლევანდელი სადღესასწაულო ფოტოსესია განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან კიმმა მასში მონაწილეობის მისაღებად თავისი ოთხივე და – კორტნი, ქლოი, კენდალი და კაილი მიიწვია.

კამპანიისთვის სახელწოდებით – Skimsmas ნადია ლი კოენის მიერ გადაღებული ფოტოები რეტრო, მეოცე საუკუნის შუა პერიოდის ამერიკული შობის სტილშია გადაწყვეტილი. დებმა ბრენდის ახალი, სადღესასწაულო კოლექციის სარეკლამოდ თეთრეულსა და მყუდრო პიჟამებში იპოზიორეს. ფოტოებში, რომლებიც საოჯახო საშობაო პორტრეტის თეატრალიზებულ ვერსიას ჰგავს, სპეციალური სტუმრის სტატუსით თავად სანტა კლაუსიც ჩნდება.

„დღესასწაულები ჩვენი ოჯახისთვის ყოველთვის განსაკუთრებული დრო იყო, ამიტომ წლევანდელი კამპანიისთვის ჩემი ყველა დის ერთად შეკრება ძალიან მხიარული პროცესი აღმოჩნდა,“ – ნათქვამია კიმ კარდაშიანის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ხაზი მოიცავს როგორც ბრენდის საფირმო ღამის სამოსსა და აბრეშუმის პიჟამებს, ისე სპეციალურ საშობაო პრინტებსა და აქსესუარებს. კოლექცია ოფიციალურ ვებგვერდზე SKIMS.com 29 ოქტომბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანმა SKIMS 2019 წელს დააარსა და გახლავთ თეთრეულისა და ყოველდღიური ტანსაცმლის ბრენდი, რომლის მთავარი აქცენტი მაქსიმალურ კომფორტსა და სხეულზე იდეალურად მორგებაზეა. ბოლო დროს ბრენდმა საცურაო კოსტიუმებისა და მამაკაცის თეთრეულის ხაზიც დაამატა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები