LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუა ლიპა, როსალია, კარა დელავინი – ცნობილმა სახეებმა WSJ. Magazine Innovator Awards-ის წითელი ხალიჩა დაიპყრეს

363
photo-collage.png

ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა WSJ Magazine-ის ყოველწლიურ, რიგით მე-16 Innovator Awards-ს უმასპინძლა. ღონისძიებას, რომელიც ხელოვნების, მოდის, ტექნოლოგიებისა და გასართობი ინდუსტრიის ლიდერებს აერთიანებს, არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაესწრო.

წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს მუსიკოსებმა დუა ლიპამ და როსალიამ, მოდელებმა კარა დელევინმა, ირინა შეიკმა და ეშლი გრეამმა. სტუმრებს შორის ასევე იყვნენ მსახიობი ლუპიტა ნიონგო და ვარსკვლავური წყვილი – სიარა და რასელ უილსონი.

საღამოს მთავარი ნაწილი იმ ნოვატორების დაჯილდოებას დაეთმო, რომელთაც წლის განმავლობაში საკუთარ სფეროებში გარდამტეხი წვლილი შეიტანეს.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ WSJ. Magazine Innovator Awards კვლავ რჩება შემოდგომის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულტურულ მოვლენად, სადაც ინოვაცია და მაღალი მოდა ერთმანეთს ხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები