LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი მამის მემკვიდრეობიდან 600 მილიონ დოლარს ითხოვს – პერის ჯექსონი ანდერძის აღმასრულებელს უპირისპირდება, რა წერია ანდერძში

387
page

პოპის მეფის, მაიკლ ჯექსონის ქალიშვილი, 28 წლის პერის ჯექსონი, მამის მემკვიდრეობიდან 600 მილიონ დოლარს ითხოვს. მომღერალი ამტკიცებს, რომ ანდერძის აღმასრულებელი, ჯონ ბრანკა მას და მის ძმებს კუთვნილ ფინანსებზე წვდომას უზღუდავს. ამის შესახებ Page Six წერს.

პერისმა ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და მოითხოვა, რომ აღნიშნული თანხა საოჯახო ხაზინაში გადაირიცხოს, რომელიც მას და მის ძმებს, 29 წლის პრინცსა და 24 წლის ბიგის ეკუთვნით.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებიდან 17 წელი გავიდა, შვილებს მემკვიდრეობით კუთვნილი თანხების სრულფასოვანი განკარგვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ აქვთ. პერისის მტკიცებით, ისინი მხოლოდ შედარებით მცირე თანხებს იღებენ, რომელთა ოდენობასაც თავად ბრანკა განსაზღვრავს.

მომღერალი ასევე აცხადებს, რომ გასულ წელს ბრანკას გადაწყვეტილებების გასაჩივრების მცდელობას სასამართლო დავები, საჯარო კრიტიკა და მისთვის და ძმებისთვის გამოყოფილი თანხის შემცირება მოჰყვა.

მაიკლ ჯექსონის ანდერძის თანახმად, შვილებს მემკვიდრეობის ერთი მესამედი 30 წლის ასაკში უნდა მიეღოთ, მომდევნო ნაწილი, 35 წლის, ხოლო დარჩენილი თანხა, 40 წლის ასაკში.

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მომღერლის ქონება დაახლოებით 850 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. პერისი მიიჩნევს, რომ ამ თანხიდან სულ მცირე 600 მილიონი დოლარის საოჯახო ხაზინაში გადარიცხვა შესაძლებელია.

მომღერლის მემკვიდრეობის წარმომადგენლები პერისის ბრალდებებს უარყოფენ და მის განცხადებებს, თითქოს თანხების გაცემა განზრახ ფერხდებოდა ან მცირდებოდა, სრულ გამოგონილს უწოდებენ. მათი მტკიცებით, მემკვიდრეებს შორის ჯამში უკვე 200 მილიონ დოლარზე მეტი განაწილდა. საქმეზე სასამართლო მოსმენები დეკემბერშია დანიშნული.

შეგახსენებთ, მაიკლ ჯექსონი 2009 წელს, 50 წლის ასაკში, მედიკამენტების გადაჭარბებული დოზით გარდაიცვალა. მას სამი შვილი დარჩა, პრინცი, პერისი და ბიგი.

ფოტო/ვიდეო: მაიკლ ჯექსონის ერთადერთი ქალიშვილი, პერის ჯექსონი ფანტასტიკურ ფორმაშია

ვიდეო: მაიკლ ჯექსონის ქალიშვილმა მომღერლობა გადაწყვიტა – პერის ჯექსონის დებიუტი

მომღერლის გარდაცვალების შემდეგ მისი პირადი ცხოვრება და წარსულში მის მიმართ გაჟღერებული სექსუალური ძალადობის ბრალდებები არაერთხელ გახდა საზოგადოებრივი განხილვის საგანი. 2019 წელს გამოვიდა დოკუმენტური ფილმი Leaving Neverland, რომელშიც ჯექსონის სავარაუდო მსხვერპლებმა მას ბავშვობაში სექსუალურ ძალადობაში დასდეს ბრალი. მომღერლის ოჯახმა ბრალდებები უარყო და ფილმის წინააღმდეგ სამართლებრივი დავაც წამოიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები