LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენობაში, სადაც ტელეკომპანია „ფორმულაა“, ძლიერი დაკვამლიანებაა

266
359f8550-ad77-4309-8123-faa7a9a4f230

ტელეკომპანია „ფორმულას“ შენობაში ძლიერი დაკვამლიანებაა.

როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო ჯგუფები და ცეცხლის ქრობის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ხანძრის გამო ტელეკომპანია „ფორმულაში“ გადაცემის ტრანსლირება შეწყდა.

„ხალხით სავსეა აქაურობა, ჯერჯერობით ინსტრუქცია არ მიგვიღია, საგანგებო სამსახურთან გვაქვს კომუნიკაცია, იციან, რომ ყველა სართულზე არიან ადამიანები… სანერვიულო და საპანიკო არაფერია, ყველას მინდა ვუთხრა, ყველა კარგად არის, არავინ გამხდარა შეუძლოდ, პანიკისა და ისტერიკის გარეშე ვართ, ველოდებით სახანძროს მითითებებს და კონკრეტულ მოქმედებებს“, – განუცხადა „ფორმულას“ წამყვანმა, ირაკლი კიკნაველიძემ „ტვ პირველს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები