LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

175
ხანძარი

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

შეგახსენებთ, ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო შენობის მე-17 სართულზეც, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ოფისია განთავსებული. „ფორმულას“ ჟურნალისტები და სხვა თანამშრომლები მეხანძრე-მაშველებმა ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს.

„ფორმულას“ თანამშრომლების განცხადებით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, კიბის გამოყენებით დაატოვებინეს.

ბიზნესცენტრ „დელისში“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

175