LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლნისის ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის ტერიტორიაზე 270 კვიპაროსის ნერგი დაირგო

126
ბოლნისი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გადამტვირთავი ახალი სადგურის ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოეწყო, რომლის ფარგლებშიც, სადგურის ტერიტორიაზე 270 კვიპაროსის ნერგი დაირგო. აქციაში მონაწილეობა კომპანიის დირექტორის მოადგილემ ივანე ბეგაშვილმა, ადგილობრივმა და კომპანიის ცენტრალური ოფისის თანამშრომლებმა მიიღეს.

თანამედროვე ტიპის გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა და ოპერირება ნარჩენების მართვის საერთაშორისო სტანდარტის დანერგვის შემადგენელი ნაწილია. ასევე, მნიშვნელოვანია ობიექტებზე მწვანე სივრცეების შექმნა და გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურულ განვითარებას და გარემოს დაცვას მავნე ზემოქმედებისგან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები