ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა, მაიამიში მდებარე ძვირადღირებულ ვილას ყიდიან. 7000 კვადრატული მეტრის სახლი წყვილმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა, ახლა კი მის მომავალ მფლობელს 5 მილიონი დოლარის გადახდა მოუწევს, რათა მდიდრული აპარტამენტი მისი გახდეს.
საინტერესოა, რომ ფეშენებელურ ვილას ექვსი საძინებელი, ამავე რაოდენობის აბაზანა, დიდი მისაღები ოთახი, ტერასა, აუზი და ღვინის სარდაფი აქვს. ამასთან, მყიდველის კუთვნილებაში რამდენიმე ჰექტარი მიწაც გადავა.
ინსაიდერის ინფორმაციით, ვარსკვლავებისთვის სახლი ძალიან დიდი აღმოჩნდა. ამას ემატება ისიც, რომ მისი შენახვა საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვს. მართალია, გვიან, თუმცა 43 წლის მომღერალი და 37 წლის ყოფილი ჩოგბურთელი ამაზე ახლა დაფიქრდნენ, შედეგად კი გადაწყვეტილებაც მიიღეს. ცნობილია, რომ მათ ახლახან სახლს რეკონსტრუქცია ჩაუტარეს, თუმცა მასთან მიჩვევა მაინც ვერ მოახერხეს.