დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან – თავისუფლების მოედნამდე, ამაღამ 00:00 საათიდან 15 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.