შობის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე სანტა კლაუსმა ტრადიციულად ყოველწლიური მიმართვა გაავრცელა.
წელს სანტას განსაკუთრებული თხოვნა აქვს. ის ბავშვებს ბუნების დახმარებისკენ მოუწოდებს.
„როგორც იცით, მე ძალიან ვაფასებ ისეთ ღირებულებებს, როგორებიცაა: სიკეთე, სიხარული, მეგობრობა, ბუნების სიყვარული. ჩვენი მეგობარი ბუნება ამჟამად საფრთხეშია და ახლა ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია, გავუკეთოთ მას საჩუქარი, ჩვენ შეგვიძლია ბუნების დახმარება. ბედნიერ შობას გისურვებთ ყველას,“ – მიმართავს სანტა მსოფლიოს მოსახლეობას.
სანტას ოფისი, რომელიც ფინეთის ქალაქ როვანიემიდან 8 კილომეტრში მდებარეობს, ყოველწლიურად 500 000-მდე წერილს იღებს. მის სანახავად იქ პირადად ასობით ადამიანი ჩადის. ამის გამო სანტა კლაუსის ადგილსამყოფელი ფინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია.