LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძველი ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან რამოდენიმესთან ნაყოფიერად ვმუშაობ – ლაშა ჟვანია

lashajvania

რამდენიმე დღე სჭირდება, რომ რულად მოეწყოს და იყოს სამუშაო პირობები. ქსელი არის უზრუნველყოფილი, 2 სართული სრულად მზად არის სამუშაოდ, დანარჩენი ნელ-ნელა მოხდება გადმოტანა პრეზიდენტის ძველი ადმინისტრაციის შენობიდან, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინსტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციაში 60 ადამიანი იმუშავებს. რეორგანიზაციას კი, დაახლოებით ორთვენახევარი დასჭირდება. ლაშა ჟვანიამ პრეზიდენტის ძველი ადმინისტრაციიდან ის პირებიც დაასახელა, რომლებმაც ახალ ადმინისტრაციაში მუშაობის შეთავაზება მიიღეს.

“ჩემი პირველი შეხვედრა პრეზიდენტის დავალებით იქნება პრეზიდენტის ადმინისტარციასთან მთლიანად, სრულად თანამშრომლებთან, ცალ-ცალკე ასევე დეპარტამენტის მიხედვით და ინდივიდუალურად ყველასთან. გარკვეული კომისიური ჯგუფი გვეყოლება, რათა ვნახოთ თითოეული ადამიანის კვალიფიკაცია. პარალელურად, ამავე პერიოდში პრეზიდენტი ჩამოყალიბდება თავისი ადმინისტრაციის საკადრო პოლიტიკაზე, რა კვალიფიკაციის მქონე ადამიანები გვჭირდება ადმინისტრაციაში. იცით რომ კანონის თანახმად, პრეზიდენტის ადმინისტრაცია პირველი ინავრიდან 60 საშტატო ერთეულზე დადის. თუმცა, პირველი იანვრიდან შეუძლებელია ამის გაკეთება, იმიტომ რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ითვალისწინებს რეორგანიზაციის გარკვეულ ვადას და კანონი, რომელიც ჩვენ გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ ერთ-ერთი კარგი კანონია. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო, იმიტომ რომ კანონი მუდმივად იხვეწება, მაგრამ ერთ-ერთი კარგი კანონია, რომელიც არის სტაბილურობის გარანტი საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეებზე. ამ კანონის დარღვევა ვერ იქნება და არ იქნება იმ პოლიტიკური ფიგურის ადმინისტრაციაში, რომელიც თავად არის კანონის უზენაესობის გარანტი.

ამას ყველაფერს საჯარო სამსახურის შესახებ კანონით სჭირდება ორი თვის, ორთვენახევრის ვადა. ანუ თუ რეორგანიზაცია გამოცხადდება ზეგიდან, ან 20 რიცხვიდან ეს არის ერთ თვიანი ვადა, როცა რეორგანიზაციის პროცესი უნდა დამთავრდეს შიგნით ადმინისტრაციის სტრუქტურაში. შემდგომში თუ ადმინისტრაციაში შესაბამისი კვალიფიკაციის ადამიანები არიან შესაბამისი თანამდებობებისთვის მათთვის იქნება შეთავაზება, თუ არ იქნება, კანონი ასევე ითვალისწინებს მობილობის წესს, რაც არის შემდეგი – საჯარო სამსახურის ბიუროს მიემართება ადმინისტრაციიდან ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყებიდან და ის ეძებს 1 თვის განმავლობაში საჯარო მოსამსახურისათვის შესაბამის ვაკანსიებს თავისი კვალიფიკაციის მიხედვით. თუ ვერ მოიძებნა, უკვე გადადის ან რეზერვში ეს მოხელე, ან მას მიეცემა 3 თვის თანამდებობრივი სარგო და საჯარო სამსახურიდან შეუძლია გადავიდეს კერძო სექტორში ან სადმე სხვაგან. ამ კანონის ყოველი ასო და სიტყვა იქნება დაცული.

პრეზიდენტის ძველი ადმინისტრაციის თანამშრომლებიდან რამოდენიმესთან მაქვს ინტენსიური და ნაყოფიერი მუშაობა. შეხვედრა მქონდა თავად გიორგი აბაშიშვილთან, მის ერთ-ერთ მოადგილესთან კობა ედულაშვილთან მაქვს ინტენსიური ურთიერთობა, პროტოკოლის ხელმძღვანელი ვინც არის პრეზიდენტის, ის მუშაობს საკმაოდ კარგად, ინაუგურაციაზეც მუშაობდა, ასევე არის საფინანსო სამსახურთან შეხვედრები და ვფიქრობთ, ვგეგმავთ გარკვეულ ნაბიჯებს. კობა ედილაშვილს გავუკეთე შეთავაზება, ის გახლავთ ახლა პირველი მოადგილე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, მაგრამ შეიძლება პირველი მოადგილე არ იყოს მომავალ ადმინისტრაციაში. ვფიქრობ გამოცდილია როგორც ფინანსისტი.

ასევე, შემიძლია დაგიდასტუროთ საფინანსოს ხელმძღვანელი, რომელთანაც ვმუშაობ, არის ერთ-ერთი წესიერი ადამიანი სახელწმიფო სამსახურში და გამოცდილი, ის მუშაობდა ჯერ კიდევ 2001-2003 წლებში ფინანსთა სამინისტროში, იყო მიხეილ ჭკუასელის და დავით ონოფრიშვილის მოადგილე, ეს გახლავთ თამარ გოდერძიშვილი, ჩემი პირადად ნდობა აქვს და მიიღო შეთავაზება.

პრეზიდენტმა ბრძანა, რომ ნათია პავლიაშვილი რომელიც მუშაობს მასთან ერთად წლები, ის დაიწყებს ადმინისტრაციაში მუშაობას, თუმცა, პრესის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური გაძლიერდება, სტრუქტურას ჩამოვაყალიბებთ და გვაქვს რამდენიმე მოსაზრება, ვის შევთავაზოთ, რომ ადმინისტრაციაში მობრძანდნენ. კიდევ ერთი ადამიანი გახლავთ, ვინც წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში – სოფო ჯაჯანაშვილი, ასევე სალომე ზურაბიშვილთანაც მუშაობდა.

23 ადამიანი მუშაობდა მაგალითად, საორგანიზაციო დეპრატმენტში, ეს საჭირო არ არის, ძალიან ბევრია,” – განაცხადა ლაშა ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g