ჟურნალისტი ია ვეკუა წერს, რომ ვაკის პარკში ხშირად უნახავს, როგორ ეპყრობიან უხეშად პატარებს ძიძები, განსაკუთრებულ აქცენტს ის რუსულენოვან ძიძებზე აკეთებს.
გთავაზობთ ჟურნალისტის სტატუსს:
„ვის შვილებსაც ვაკის პარკში ასეირნებენ ძიძები, განსაკუთრებით რუსულენოვანები, ყველამ მიაქციეთ ყურადღება (სწორედ ესენი გამოირჩევიან წარმოუდგენელი აგრესიით, არადა ბაზარზე დიდი მოთხოვნაა). ყოველდღე ვხედავ, რომ რამდენიმე თვის ბავშვებს, რომლებიც ეტლში საცოდავად წვანან და ბოლო ხმაზე ტირიან, და არ ტირიან უმიზეზოდ, ძიძები თითის ქნევითა და ყვირილით “აწყნარებენ”. ცემის ფაქტს ჯერ არ შევსწრებივარ, მაგრამ თვეების ბავშვთან “საქმის გარჩევას” რამდენჯერაც გინდა. ახლაც მივეცი შენიშვნა ერთ ქალს და მხოლოდ ამის მერე იკადრა ბავშვის ეტლიდან ამოყვანა და ისე დაწყნარება“.