„ქართული სასწავლებელს” ჩეხეთის რესპუბლიკის კონსული – ოლგა ჰორაკოვა ესტუმრა. სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეხვედრას მდგრადი განვითარების კლუბის წევრებიც დაესწრნენ. სწორედ მათი ინიციატივით შეხვედრაზე განხილვის ერთ–ერთ მთავარ თემას მდგრადი განვითარების მიზნები წარმოადგენდა. ბავშვებმა სტუმრებს გააცნეს საკუთარი საქმიანობა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 “-ის ფარგლებში. https://www.facebook.com/pisoschool/
კონსულმა ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ჩეხეთის სახელმწიფოს დაფინანსებით მიმდინარეობს საქართველოში : სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროექტები, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა თემის გაძლიერებასა და მხარდაჭერას ემსახურებოდა.
კონსულმა აღნიშნა რომ ნებისმიერ დროს, ყველა ქვეყანაში ყველაზე პრიორიტეტული არის განათლება და სკოლაში მისი ვიზიტის მთავარი თემაც სწორედ ეს იყო. ქალბატონმა ოლგა ჰორაკოვამ მოსწავლეებს გააცნო ჩეხეთში სწავლის გაგრძელების საშუალებები და სტიპენდიები. მან აღნიშნა, რომ გაცვლითი პროგრამები ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და განათლების ამაღლებას.