LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გოჩიაშვილის ლექსი ნიკა რურუას – „დარჩები მტრისთვის ტყვიის მსროლელი…“

gochiashvili

მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ლექსს, რომელიც ნიკა რურუას ხსოვნას მიუძღვნა.

„ნიკა რურუას ჩემგან.

მუსიკალურად უფრო აღიქვით, ვიდრე ლექსად.

მოგმართავ როგორც ოჯახის ნაწილს

ძმობის უნარი ბევრს არ ჰქონია

ღირსებაც იქვე დეფიციტშია

დღეს ერთგულება ცუდი ტონია

 

კრიტიკით ვიწყებ არ გაგიკვირდეს

განსხვავებ მათგან შენ რა გგონია

კაცობის ფასი შენ თავიდანვე

სისხლით ხორცით და გენით გცოდნია

 

ოჯახის კოდი არ იცვლის სახეს

ოჯახი შენი ძმობის ფონია

ვერ დაგაშინებს ვერავინ ვერსად

სიკვდილია თუ რკინის ბრონია

 

ფერს დავუკარგავ ლექსს, ჩემს საკუთარს

მათი საქმე ხო სხვისი ჭორია

რუტინად ექცათ მათ ჭორაობა

მათთვის სიმართლე არასწორია

ზოგ სამშობლოს მტერს არ ახსოვს შენი

სამშობლოს ფიქრი მუდამ

ულევი

შენ მართალი ხარ ქვეყნის წინაშე

ბრძოლას ჩვენს მტრებთან შენ ვერ ელევი

ძმაო ნიკოლოზ რა ვთქვა არ ვიცი

ზეცაში თვალ-წინ მიექანები

ქრისტიანულად როგორც გვითქვია

შენ სხვა ცხოვრებას მიებარები

გემშვიდობები უფროსო ძმაო

შენ გავლილი გაქვს წუთისოფელი

ვიცი არსებობ, სადღაც დაფრინავ

დარჩები მტრისთვის ტყვიის მსროლელი“.

შეგახსენებთ, პოლიტიკოსი მცირე ხნის წინ, საკუთარ სახლში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ბექა გოჩიაშვილსა და ნიკა რურუას განსაკუთრებული, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g