საჩუქრებით სავსე ხურჯინი და სანტას ქუდი – ასე გამოწყობილი ეწვია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს.
“ჰოუ, ჰოუ, ჰოუ… მრავალ ახალ წელს დაესწარით,” – უთხრა ჰოსპიტალში მისულმა ბარაკ ობამამ გაოცებულ პაციენტებსა და თანამშრომლებს.
“ჩემი ირმები სადღაც თოვლში ჩაეფლნენ. ამიტომ გამოვიყენე შანსი, პირადად მენახა ყველა თქვენგანი,” – თქვა ობამამ.
აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა საჩუქრები ბავშვებსა და ჰოსპიტლის თანამშრომლებს დაურიგა. ობამამ ზოგიერთ პაციენტს საშობაო საჩუქარი პალატაში მიუტანა.
ვაშინგტონის ბავშვთა ჰოსპიტალს 2009-14 წლებში ტრადიციულად ბარაკ ობამას მეუღლე მიშელ ობამა სტუმრობდა.