LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხეში გარდაცვლილი 31 წლის ქალი ქალი ნახეს

1545489692_tvitmkvleloba-akhaltsikhe

გარდაცვლილი ადიგენიდან, სოფელ ბოლაჯურიდანაა. იგი ნაქირავებ ბინაში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

31 წლის ქალი ბოლო პერიოდში ახალციხეში ერთ–ერთ კვების ობიექტში მუშაობდა.

„ორ დღეში ერთხელ იყო მორიგე, დღეს სამსახურში უნდა მოსულიყო, რომ არ გამოჩნდა დავიწყეთ ძებნა. ამასობაში კი მისი სახლიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ სახლში გარდაცვლილი უნახავთ“, – ამბობენ აღნიშნულ კვების ობიექტში.

მათ თქმით, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ: “ამის გამო ხშირად წუხდა და ტიროდა. არ ვიცით რა მოხდა. ბოლოს სახლში ორი დღის წინ მივიყვანეთ ღამით და დავტოვეთ“.

ახალციხის რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით იძიბეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
გარდაცვლილი სოფელში გადაასვნეს. მას შესაბამისი ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.

წყარო: sknews

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g