LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტონ მარტინის“ ოთხი ახალი სუპერქარი ერთმა ადამიანმა შეიძინა

car

დიდ ბრიტანეთში მცხოვრებმა უცნობმა პირმა სუპერქარების სპეციალური სერიის ოთხივე ავტომობილი შეიძინა. ძვირფასი მოდელები „ასტონ მარტინმა“ Zagato-სთან ერთად შექმნა და კოლექცია მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.

ყველა ავტომობილი „ასტონ მარტინის“ Vanquish S.B-ის ბაზაზეა აწყობილი და მთლიანობაში 325 ეგზემპლარის – 99 კუპეს, კაბრიოლეტის, უნივერსალის და ასევე 28 სპიდსტერის გამოშვება იგეგმება.

ცნობილმა Youtube ბლოგერმა Mr. JWW-მ კოლექცია პირადად დატესტა და ახალი მფლობელისთვის გადაცემამდე ყველა დეტალი დაწვრილებით შეამოწმა.

ახალ ოჯახში შესულმა ყველა მოდელმა ბენზინის V12 ძრავი მიიღო, რაც 600-მდე ცხენის ძალის ტოლფასია. პირველ „ასეულს“ კი სუპერქარები 4 წამზე ნაკლებ დროში ავითარებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g