გამოცემა TMZ-ს ცნობით, კანადელი მომღერლის ჯასტინ ბიბერის ახალ ალბომს Purpose ვერ შეიძენენ ინდონეზიასა და ახლო აღმოსავლეთში. ალბომი წლის ბოლოს გამოვა, თუმცა გარეკანის გამო, რომელზეც ბიბერი ნახევრად შიშველია, დიდი ტატუირებული ჯვრით მკერდზე, ისლამური სახელმწიფოების ნაწილში მისი გაყიდვა აიკრძალება.
პორტალის ჟურნალისტები წერენ, რომ აღნიშნული ქვეყნების ხელისუფლებებში მიიჩნევენ, რომ ალბომის გარეკანი პროვოკაციულია და ბიბერმა პოსტერის ალტერნატიული ვერსია უნდა მოიფიქროს.