სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერეკლე კუხიანიძე სურათს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ მოქალაქემ საკუთარი ავტომობილი ერთ-ერთ საბავშვო სკვერში, საქანელის ადგილას დააპარკინგა.
ამ ფაქტმა მოქალაქეების უკმაყოფილება და კრიტიკა დაიმსახურა.
“აცალეთ და მალე გარაჟსაც გააკეთებს,” – წერენ სურათის კომენტარებში მოქალაქეები.
“ფორტუნა” სურათის ავტორს დაუკავშირდა. როგორც გაირკვა, შემთხვევა თბილისში, მერიის შენობის წინ მოხდა.