სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატების კარგი საპროფილაქტიკო საშუალება კიბეებზე ასვლა და ჩამოსვლაა. მედიკოსები გვირჩევენ, სამსახურსა და სახლში ლიფტით სარგებლობაზე უარი ვთქვათ და კიბეებზე ვიაროთ.
შვეიცარიელმა მეცნიერებმა Geneva University Hospital-დან საკუთარ 67 ჯანმრთელ კოლეგას სთხოვეს, გარკვეული პერიოდის მანძილზე სამსახურის კიბეებით ესარგებლათ და ლიფტზე უარი ეთქვათ. ექსპერიმენტი 1 თვეს გაგრძელდა, ამ პერიოდის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ ბუნებრივი ცილების PCSK9-ის მაჩვენებელს, რომელიც ხელს უშლის ღვიძლს, გამოდევნოს ქოლესტერინი.
შედეგებმა აჩვენა, რომ კიბეებზე სიარულის პერიოდში PCSK9-ისა და ქოლესტერინის მაჩვენებელი საგრძნობლად იყო დაკლებული.კვლევა European Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა.
ჯერ-ჯერობით ზუსტად თქმა შეუძლებელია, როგორ ახდენს ფიზიკური დატვირთვა ასეთ ეფექტს, თუმცა ფაქტია, რომ ცხოვრების წესში მცირე ცვლილებით ჯანმრთელი ადამიანების ორგანიზმში ქოლესტერინის დონე საგრძნობლად იკლებს.
