LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკითხვა, რომელმაც სტივ ჯობსის ცხოვრება შეცვალა

454

კომპანიის ”Apple” დაარსების დღიდან კომპიუტერული გენიოსი სტივ ჯობსი მთელ თავის დროს საყვარელ საქმეს უთმობდა. ესწრებოდა ყველა შეკრებას და მხოლოდ ერთხელ გამოტოვა მნიშვნელოვანი შეხვედრა. რაზე გაცვალა ბიზნესი ასეთმა პასუხისმგებელმა და საქმისათვის თავგანწირულმა ადამიანმა? პასუხი მარტივია – ჯობსმა საქმის მაგივრად რომანტიკული თავგადასავალი აირჩია.

უნივერსიტეტში, მორიგი მოხსენებით გამოსვლის დროს აუდიტორიაში ჯობსის მომავალი მეუღლე – ლოურენ პაუელი იჯდა. სტივს გოგონა ერთი ნახვით მოეწონა და გამოსვლის შემდეგ გაიცნო კიდეც. წყვილმა ტელეფონის ნომრები გაცვალა. ჯობსს არ სურდა დიდხანს ლოდინი და იმ დღესვე გადაწყვიტა მისი სადილზე დაპატიჟება, თუმცა, მალევე გაახსენდა რომ საქმიანი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.

სწორი არჩევანის გასაკეთებლად სტივმა საკუთარ თავს მარტივი შეკითხვა დაუსვა – ”რას გავაკეთებდი, დღეს რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო დღე იყოს?” რამდენიმე წუთის შემდეგ კი, უნივერსიტეტში დაბრუნდა, ლოურენი მოძებნა და მასთან ერთად რესტორანში წავიდა. მას შემდეგ წყვილი არასდროს დაშორებულა ერთმანეთს.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ მარადიული არაფერია, იყო თამამი, წახვიდე რისკზე და მთლიანად ჩაეფლო თამაშში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია – წორედ ესაა მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნე. ხშირად დაუსვით საკუთარ თავს იგივე კითხვა და ყოველთვის ადვილად მიხვდებით რა არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში. გააკეთეთ ეს, სანამ გვიან არაა!

2943760-R3L8T8D-650-75013b2e6d5d1385743790bf5700f053

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g